პირველი ავტოაუქციონი სამხრეთ კავკასიაში - კოპარტის შესახებ
 

TOKYO

 

NEW YORK

 
 
ონლაინ მენეჯერი
My status ლექსო  
My status თორნიკე
My status რამინი
My status დათო

მთავარი მენიუ

ბლოგი

ავტო-აუქციონი COPART

Copart-ი ეს არის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვეო აუქციონი აშშ-ში  სადაც იყიდება დაზიანებული (ხშირად უმნიშვნელოდ) ტექნიკა, მონაცემთა ბაზის განახლება ხდება პრაქტიკულად ყოველდღიურად და მოიცავს მთელი აშშ-ს ტერიტორიას. 

Copart-ის ძირითადი მომწოდებლები სადაზღვეო კომპანიებია, ავტომობილების უმეტესობას აქვს სტატუსი salvage, რაც ნიშნავს იმას რომ ავტომობილის აღდგენის საფასური აღემატება ავტომობილის საბაზრო ფასის 40%-ს. აშშ-ში ასეთი ავტომობილები ჩამოწერას ექვემდებარება. მაშინ ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს ასეთი ავტომობილის შეძენას და წამოღებას მსოფლიოს მეორე მხარეს?  აქვს აზრი და აი რატომ:

  1. აშშ-ში ძარის სარემონტო სამუშაოები ფანტასტიურად დიდ ხარჯებზე გადის. ჩვენთან ეს სამუშაოები საკმაოდ იაფია.

  2. მანქანის ფასი რომელსაც აქვს სტატუსით salvage ყოველთვის ძალიან იაფად იყიდება. ფასი როგორც წესი არ აღემატება საბაზრო ღირებულების 40%-ს . მაგალითად  გატაცებული მანქანების უმეტესობას არ აქვს დიდი დაზიანება (გაფუჭებულია გასაღები, კარები უხეშად არის გაღებული, მოპარულია აუდიო სისტემა ) მაგრამ მაინც მინიჭებული აქვთ სტატუსი salvage.

რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს Copart-ზე?

როგორც ცნობილია ამერიკელები საკმაოდ „გაქექილი“ კომერსანტები არიან. მათ შორის ბევრია არაკეთილსინდისიერი ავტოდილერი რომლებიც ყველაფერს აკთებენ იმისათვის რომ დამალონ მანქანის რეალური მდგომარეობა. არის შემთხვევები როცა სერიოზულად დაზიანებულ მანქანას ნიღბავენ კორპუსის თუნუქის დეტალების შეცვლით და ამით მალავენ მძიმე დაზიანებეს.  ფოტოგრაფირებას კი ისეთი რაკურსით ახდენენ რომ დაზიანებული ადგილები არ გამოჩნდეს. ამ ხრიკებზე შეიძლება წამოეგოს გამოუცდელი მყიდველი. დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ თუკი ავტომობილის აღწერაში მითითებულია შემდეგი კომენტარები:

1.      დაზიანებულია წყლით - ამ შემთხვევა ავტომობილის რემონტი საქართველოშიც კი ძალიან დიდ ხარჯებზე გადის, რადგან შეიძლება მწყობრიდან გამოსული იყოს მანქანის ყველაძე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული კვანძები,  ელექტროობა, გადაცემათა კოლოფი, ძრავი. ნუ მოგხიბლავთ ის რომ სალონი იდეალურად გამოიყურება, ხშირ შემთხვევაში ეს გაყიდვის წინა მომზადების შედეგია.

2.      ავტომობილი არ იქოქება - ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით. დაწყებული იქედან რომ მანქანას შეიძლება არ ჰქონდეს გასაღები და დასრულებული ნებისმიერი სერიოზული პრობლემით.

3.      არ აქვს VIN-კოდის ფირნიში -  ამ შემთხვევაში შეგექმნებათ პრობლემა მანქანის გაფორმების დროს.

აქედან გამომდინარე Copart -ზე ავტომობილის შეძენისას უნდა იქნეს გათვალისწინებული პრინციპი „შვიდჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი“ , რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება მოგროვებული აუქციონის დაწყებამდე მით ნაკლებია იქნება რისკი. სწორედ ამიტომ სასურველია მიმართოთ პროფესიონალებს რომლებიც:

1.      თქვენს რისკებს მინიმუმამდე შეამცირებენ;

2.      მოგაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ლოტზე;

3.      გაგაფრთხილებენ თუკი კონკრეტულ ლოტზე არ არის სრული ინფორმაცია.

Copart-ზე გასაყიდად გამოტანილი ტექნიკა იყიდება სტატუსით AS IS (როგორიც არის) ანუ იმ მდგომარეობაში როგორიც მიიღო აუქციონმა. ეს სტატუსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ტექნიკას არ გააჩნია არანაირი გარანტია, მათ შორის ფარულ დეფექტებზეც.

აღნიშვნების გაშიფვრა

Copart-ზე განთავსებული ნებისმიერი ავტომობილის კონდიცია დიფერენცირებულია შემდეგი აღნიშვნებით:

Run & Drive Verification ძრავისა და სვლის შემოწმება (იქოქება და დადის) - ავტომობილის აუქციონზე მოხვედრისას კომპანია კოპარტმა შეამოწმა და დაადგინა რომ ავტომობილი იქოქება, ირთვება სიჩქარეები და ავტომობილი გადაადგილდება, თუმცა კოპარტი არ იძლევა არანაირ გარანტიას,რომ სააუქციონო მოედნიდან გაყვანის მომენტისათვის ავტომობილი დაიქოქება და შეძლებს გადაადგილდებას.

 

Engine  Start  Program ძრავის დაქოქვის პროგრამა (ძრავი იქოქება) - ავტომობილის აუქციონზე მოხვედრისას კომპანიის წარმომადგენლებმა შეამოწმეს სატრანსპორტო საშუალება და დაადგინეს რომ ავტომობილი იქოქება და მუშაობს გადაცემათა კოლოფის ნეიტრალურ პოზიციაში. თუმცა კოპარტი არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ სააუქციონო მოედნიდან გაყვანის მომენტისათვის ავტომობილი დაიქოქება.

 

Protection & Prep Services  სატრანსპორტო საშუალების მომზადება (ავტომობილმა გაიარა გაყიდვისწინა მომზადება) - ეს აღნიშვნა ენიჭება ხშირად ისეთ მანქანებს რომლებმაც გაიარეს გაყიდვისწინა მომზადება რაც შეიძლება გულისხმობდეს:  გარეცხვას, ქიმწმენდას, პოლირებას და ასე შემდეგ.   პროფესიონალების  აზრით ეს აღნიშვნა სულაც არ ნიშნავს ავტომობილის კარგ მდგომარეობას, ის კოპარტზე არსებული სამი აღნიშვნიდან  ყველაზე ნაკლებად სასურველია.

 

ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი საიტიდან გაუსვლელათ მოიძიოთ და შეუკვეთოთ ნებისმიერი ტექნიკა აუქციონიდან Copart.

ძიება აუქციონზე Copart

გვიპოვე facebookზე

კონტეინერი
შეამოწმეთ კონტეინერის ადგილმდებარეობა
Maersk Line
კონტეინერი:
ZIM
კონტეინერი:
MSC
კონტეინერი:
CMA CGM
კონტეინერი:

New Page 3
    იაპონია
 
რეგისტრაცია სისტემაში
 
ძიება ავტო-აუქციონზე
 
გაყიდვების
სტატისტიკა
 
კალკულაცია
 
ავტო-კატალოგი
ამერიკა
Manheim
Copart
IAAI
კალკულაცია
ჩვენს შესახებ
კონტაქტები
საბანკო რეკვიზიტები
საიტის რუქა
საიტის ბლოგი
უნდა ვიცოდეთ
6 ნაბიჯი იაპონური ავტოს შესაძენად
ვიდეო დახმარება
დეპოზიტი
აუქციონის ფურცელი
ხშირად დასმული კითხვები
 
           
 

დაგვიკავშირდით

ყველა უფლება დაცულია

 
       ამერიკის შეერთებული შტატები , ქ. სტემფორდი, 
     ტელ:  +1 (203) 822 30 10     +1 (203) 406 78 41
     საქართველო, თბილისი , ბურძგლას ქ. 74, ოფისი #6  
     ტელ: +995 322 553 553 მობ: +995 599 01 79 79  +995 577 45 20 54
    
საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის შპს"ალტო მოტორსის" საკუთრება რასაც ადასტურებს საქპატენტის N326565 დადგენილება, სერთიფიკატი N63565 , საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია და ისჯება კანონით.  

© 2011 შპს"ალტო მოტორსი"
www.CarAuction.ge

           
 
 
Free web hosting - uCoz