იაპონურ ავტო-აუქციონზე გამოტანილ ყველა ლოტს გააჩნია ექსპერტიზის
დასკვნა, ეგრედ წოდებული "აუქციონის ფურცელი" , ეს არის დოკუმენტი რომელის
შესაბამის გრაფებში ლათინური აბრევიატურების, იაპონური
იეროგლიფების და მიღებული შეფასებათა სისტემის
გამოყენებით, დეტალურად არის მითითებული ავტომობილის მახასიათებლები, მინუსები და
პლუსები. "აუქციონის ფურცელს" ავსებენ მაღლკვალიფიციური ექსპერტები, ისინი
მაქსიმალურად ცდილობენ ზედმიწევნით აღწერონ ავტომობილის მდგომარეობა და
კომპლექტაცია რადგან დაცული უნდა იქნეს აუქციონის მთავარი პრინციპი -
მიუკერძოებლობა. აუქციონისათვის ერთობ მნიშვნელოვანია დაიცვას როგორც
გამყიდველის ასევე მყიდველის ინტერესები. ამის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუკი "აუქციონის ფურცელში" მითითებული იქნება ავტომობილის რეალური
მდგომარეობა. როგორც წესი ეს ასეც არის , ამიტომაც სარგებლობს იაპონური
ავტოაუქციონები უზარმაზარი პოპულარობით მთელს მსოფლიოში.
იაპონურ ავტო-აუქცინებზე
ავტომობილის დეფექტების აღსანიშნავად მიღებულია პირობითი აღნიშვები. ასევე არსებობს
ქვე-შეფასებები. USS -ის აუქციონებზე ავტომობილის
საერთო მდგომარეობა ციფრებით აღინიშნება, სალონის მდგომარეობას კი ასოებით.
მაგალითად "4В", "3,5С". ზოგიერთ აუქციონებზე მიღებულია
2 ქვე-შეფასება. რომელთაგან პირველი აღნიშნავს ავტომობილის გარეგან მდგომარეობას
მერე კი სალონის მდგომარეობას. მაგალითად "4ВВ",
"3,5СВ". აუქციონის
შეფასსება არის მთავარი ფაქტორი რომელიც განაპირობებს ავტომობილის საბოლოო
ღირებულებას.
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი
ყველა ავტომობილი გადის ექსპერტიზას. რის შედეგადაც დგინდება ავტომობილის გარბენი,
პირველი რეგისტრაციის თარიღი და ივსება ეგრედ წოდებული"აუქციონის ფურცელი" რომელშიც
გრაფიკული და ტექსტური ფორმით ასახულია მანქანის ყველა ოპცია და დეფექტი. აუქციონის
ფურცელს თან ერთვის ფოტოსურათები
განვიხილოთ აუქცონის ფურცელი 2001 წელს წარმოებული
TOYOTA CHASER-ის
მაგალითზე.
* -იაპონიაში
წელთაღრიცხვა იწყება ბოლო იმპერატორის ტახტზე ასვლის
წლიდან. უკანასკნელი მმართველი
იმპერატორის ეპოქა დაიწყო 1988 წელს, მაშასადამე აუქციონის ფურცელში მითითებული 13
წელი ჩვენი კალენდრით ნიშნავს 2001წელს.
** -იაპონიაში
ყველა ახალი ავტომობილი იყიდება 3 წლიანი ეგრედ წოდებული "ვარგისიანობსის
გარანტიით" ("სიაკენ", ტექ. დათვალიერება). 3 წლის შემდეგ "ვარგისიანობსის
გარანტია" უნდა იქნეს განახლებული რაც დაახლოებით 1500$ ჯდება, ასეთი გარანტიის
არსებობა საგრძნობლად ზრდის მანქანის ფასს. "სიაკენ"-ის ვადა 2 წელია, ამ ვადის
გასვლის შემდეგ იგი ისევ უნდა განახლდეს. 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილის
"ვარგისიანობსის გარანტია" ახლდება ყოველწლიურად. სწორედ ამის გამოა რომ იაპონიის
გზებზე 10 წელზე მეტი ხნის ავტომობილს თითქმის ვერ შეხვდებით.
*** -
გრაფაში შემოხაზული მარცხენა წარწერა ნიშნავს რომ ავტომობილი მუშაობს ბენზინზე ხოლო
მარჯვენა დიზელის საწვავს აღნიშნავს.
**** - AT, FAT, FA, A/T, F/A, FA/T -
აღნიშნავს ავტომატურ
გადაცემათა კოლოფს. MT, F4, F5 - აღნიშნავს მექანიკურ გადაცემათა
კოლოფს სადაც ციფრი მიუთითებს გადაცემათა რიცხვს.
***** -
შემოხაზულია მარცხენა წარწერა - არის სერვისის წიგნი, შემოხაზულია მარჯვენა - არ
არის სერვისის წიგნი. სერვისის
წიგნში აღნიშნულია ყველა შესრულებული სერვისული სამუშაო (ზეთის, ღვედის და სხვა
გამოცვლა)
შეფასებების განმარტება
იაპონურ
ავტო-აუქციონზე
მიღებული შეფასებათა სისტემა
Sავტომობილის რეგისტრაციის
შემდეგ გასულია არა უმეტეს 12 თვისა (რეგისტრეციის პირველი წელი), არ საჭიროებს
ექსტერიერისა და ინტერიერის არავითარ რემონტს. შესაძლებელია ავტო-სალონში გასაყიდად
გატანა.
6 ავტომობილის რეგისტრაციის
შემდეგ გასულია არა უმეტეს 24 თვისა, არ საჭიროებს ექსტერიერისა და ინტერიერის
არავითარ რემონტს. შესაძლებელია ავტო-სალონში გასაყიდად გატანა.
5 ავტომობილის კონდიცია ძალიან
ახლოს არის შეფასებასთან 6 (თითქმის ახალი), პრაქტიკულად არ საჭიროებს კოსმეტიკურ
შესწორებებს.
4.5 ავტომობილის კონდიცია ძალიან
ახლოს არის შეფასებასთან 5, შესაძლებელია საჭიროებდეს ძალიან უმნიშვნელო კოსმეტიკურ
შესწორებას, (მცირე ნაკაწრების პოლირება, ჭუჭყისგან გაწმენდა), მცირე შეღებვას ან
ინტერიერის მცირე რემონტს.
4 შესაძლებელია საჭიროებდეს ძარის
რემონტს ცოტათი უფრო მეტს ვიდრე მანქანა 4,5 შეფასებით, იშვიათად შეიძლება
საჭიროებდეს დაზიანებული ან გაუმართავი დეტალების რემონტს.
3.5 ავტომობილს შეიძლება ჰქონდეს
შესამჩნევი დაზიანებები, როგორც წესი შესამჩნევი ნაკაწრები ან რამოდენიმე მცირე
შეჭეჭყილობა. შესაძლებელია ავტომობილს ჩატარებული ჰქონდეს ძარის რემონტი, მაგალითად
შეცვლილი ჰქონდეს ძარის რომელიმე ელემენტი. იმ შემთხვევაში თუ მანქანა ძალიან კარგ
მდგომარეობაშია და მაინც შეფასებულია 3,5 ბალით ეს შეიძლება განპირობებული იყოს
100 000 კმ-ზე მეტი გარბენით.
3შესამჩნევია ნაკაწრები და სხვა
დაზიანებები, მაგრამ თუ მანქანა კარგ მდგომარეობაშია,
მაშინ სავრაუდოდ შეფასება 3 -განპირობებულია 150 000 კმ-ზე მეტი გარბენით.
2 ავტომობილი
შეიძლება საჭიროებდეს ძარის, სავალი ნაწილის ან ძრავის რემონტს. შესაძლებელია
ადგილი ჰქონდეს ძარის კოროზიას. შეიძლება არ მუშაობდეს სპიდომეტრის მრიცხველი.
ძარის და ინტერიერის საგრძნობი დაზიანება.
1ძრავიჯერკიდევმუშაობს
მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ავტომობილს გადაადგილება შეუძლია მას სჭირდება
კაპიტალური რემონტი.
R აღდგენილია ავარიის შემდეგ
RAაღდგენილია მძიმე ავარიის
შემდეგ
R1R
და 1
შეფასებების ერთობლიობა
RA1RA
და 1
შეფასებების ერთობლიობა
*** -
აღუდგენელი ავტომობილი. გამოდგება ნაწილებად.
ხშირად აუქციონებზე გვხვდება
ავტომობილები რომლებსაც აქვს საკმაოდ მაღალი შეფასება (3,5-4) მაგრამ შეცვლილი აქვთ
რომელიმე ელემენტი (ХX - replaced, შეცვლიია).
როგორც წესი ეს არა ავარიის, არამედ არასწორი მანევრირების შედეგია. მაგალითად
პარკირებისას ან სხვა, რაც თითქმის ვერ ახდენს გავლენას აუქციონის ფასზე.
ციფერბი რომლებიც გამოსახულია
საბურავების შიგნით ან მის გვერდით აღნიშნავს პროტექტორის სიმაღლეს მილიმეტრებში.
დაზიანებების აღნიშვნები
შეღუნულობები ძარაზე
U1შეღუნულობის ზომა 1х1სმ
ზე ნაკლებია. შეღუნულობა თითქმის
შეუმჩნეველია.
U2შეღუნულობის ზომა 1х1სმ
ზე ოდნავ მეტი. შეღუნულობა ოდნავ შესამჩნევია.
U3შესამჩნევი შეღუნულობა, ზომა
2х2სმ
ოდნავ მეტი.
U4შეღუნულობის ზომა 20х20
სმ-ზე მეტია.
U5შეღუნულია მთელი პანელი ან უფრო
მეტი. საჭიროებს შეცვლას.
W1კვალიფიცირებბულად შესრულებული
რემონტი, პრაქტიკულად შეუმჩნეველია რემონტის კვალი.
W2
სამღებრო სამუშაოების კვალი ოდნავ შესამჩნევია. როგორც
წესი რემონტი შესრულებულია საკმაოდ კვალიფიცირებულად.
W3სამღებრო სამუშაოების კვალი
შესამჩნევია. შესაძლებელია საჭიროებდეს
განმეორებით რემონტს.
სხვა
დეფექტები
S
ჟანგი
C
კოროზია
მინა
G1
ქვის ნაკვალები.
G2
შუშის გამწმენდის კვალი
G3
ნაკაწრი.
GS
ბზარი, განუსაზღვერილი ზომის.
დეტალების
შეცვლა
Х ძარის ნაწილი საჭიროებს
შეცვლას.
XX
ან M ძარის
ელემენტი შეცვლილია
ინტერიერის შეფასება
A -
საუკეთესო მდგომარეობა,
პრაქტიკულად უნაკლო, თითქმის
ახალი.
B-
კარგი მდგომარეობა,
შესაძლებელია უმნიშვნელო დაბინძურება.
C- ნორმალური მდგომარეობა,
უმნიშვნელო ჭუჭყი
(ოდნავ მეტი ვიდრე
В
შეფასებისას),
შესაძლებელია იყოს მცირე ზომის ლაქები ან სიგარეტით გამოწვეული მცირე ამონაწვავები.
D-
სალონის ცუდი მდგომარეობა, სალონი ჭუჭყიანია,
შესაძლებელია
დაზიანებული იყოს სალონის მოპირკეტება, აგრეთვე იყოს სიგარეტით გამოწვეული
ამონაწვავები.
Grade
შეფასება
YEAR
გამოშვების წელი
MODEL
მოდელი
ENGINE
ძრავი
Style
ძარა
4SD4 კარი /
სედანი
4HT4 კარი/
ჰარდტოპი
2CP2 კარი /
კუპე
5W5 კარი /
უნივერსალი
5HW
ავტობუსი მაღალი სახურავით
5V
ავტობუსი
2T
სატვირთო
MILEAGE
გარბენი
BODY COLOR
ძარის ფერი
T/M Transmission
გადაცემათა კოლოფი
FA
გადაცემათა კოლოფი იატაკზე
5F
მექანიკური 5 სიჩქარანი გადაცემატა კოლოფი იატაკზე
4F
მექანიკური 4 სიჩქარანი გადაცემატა კოლოფი იატაკზე
ამერიკის შეერთებული შტატები
, ქ. სტემფორდი, ტელ: +1 (203) 822 30
10 +1 (203) 406 78 41
საქართველო, თბილისი ,
ბურძგლას ქ. 74, ოფისი #6 ტელ: +995 322 553 553 მობ:
+995 599 01 79 79 +995 577 45 20 54
საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის შპს"ალტო მოტორსის" საკუთრება რასაც
ადასტურებს საქპატენტის N326565 დადგენილება, სერთიფიკატი N63565 , საიტიდან
ინფორმაციის კოპირება აკრძალულია და ისჯება კანონით.