პირველი ავტოაუქციონი სამხრეთ კავკასიაში - ამერიკა
 

TOKYO

 

NEW YORK

 
 
ონლაინ მენეჯერი
My status ლექსო  
My status თორნიკე
My status რამინი
My status დათო

მთავარი მენიუ

ბლოგი

ძიება ამერიკულ ავტო-აუქციონებზე

MANHEIM

Manheim-ი ეს არის დაუზიანებელი ავტომობილების ერთერთი ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული აუქციონთა სისტემა ამერიკის შეერთებული შტატების  ტერიტორიაზე, რომელზეც ყოველდღიურად ათასობით ავტომობილი, მოტოციკლი და სატვირთო მანქანა იყიდება. აქ შესაძლებელია პრაქტიკულად ყველანაირი ავტომობილის შერჩევა საკოლექციო მოდელების გარდა. ამერიკელ დილერთა უმეტესობა სწორედ "Manheim"-ზე  იძენს ავტომობილებს შემდგომში სარფიანად გაყიდვის მიზნით. საცალო ბაზარზე არსებულ ფასებთან შედარებით "Manheim"-ის ფასები გაცილებით დაბალია. უმეტეს შემთხვევაში ეს სხვაობა რამოდენიმე ათას დოლარს შეადგენს.  ლოტების უმეტესობას თან ერთვის კომპლექტაციის და მანქანის მდგომარეობის დეტალური აღწერა. (საღებავის მდგომარეობა, სალონის მდგომარეობა, საბურავების ხარისხი და ა.შ.)
ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ამ აუქციონს, რადგან მისი კონცეფცია არის ერთერთი ყველაზე გამჭვირვალე და ღია ამერიკულ ავტო-აუქციონებს შორის. 

ჩვენ გაძლევთ უიკალურ შესაძლებლობას ჩვენი საიტიდან გაუსვლელად დაათვალიეროთ "Manheim"-ის აუქციონზე გამოტანილი ლოტები და შეიძინოთ ნებისმიერი მათგანი.

ძიება აუქციონზე Manheim

COPART

Copart-ი ეს არის ერთერთი უმსხვილესი სადაზღვეო აუქციონი აშშ-ში  სადაც იყიდება დაზიანებული (ხშირად უმნიშვნელოდ) ტექნიკა, მონაცემთა ბაზის განახლება ხდება პრაქტიკულად ყოველდღიურად და მოიცავს მთელი აშშ-ს ტერიტორიას. 
Copart
-ის ძირითადი მომწოდებლები სადაზღვეო კომპანიებია, ავტომობილების უმეტესობას აქვს სტატუსი salvage, რაც ნიშნავს იმას რომ ავტომობილის აღდგენის საფასური აღემატება ავტომობილის საბაზრო ფასის 40%-ს. აშშ-ში ასეთი ავტომობილები ჩამოწერას ექვემდებარება. მაშინ ჩნდება კითხვა: რა აზრი აქვს ასეთი ავტომობილის შეძენას და წამოღებას მსოფლიოს მეორე მხარეს?  აქვს აზრი და აი რატომ:
1. აშშ-ში ძარის სარემონტო სამუშაოები ფანტასტიურად დიდ ხარჯებზე გადის. ჩვენთან ეს სამუშაოები საკმაოდ იაფია.
2. მანქანის ფასი რომელსაც აქვს სტატუსით salvage ყოველთვის ძალიან იაფად იყიდება. ფასი როგორც წესი არ აღემატება საბაზრო ღირებულების 40%-ს . მაგალითად  გატაცებული მანქანების უმეტესობას არ აქვს დიდი დაზიანება (გაფუჭებულია გასაღები, კარები უხეშად არის გაღებული, მოპარულია აუდიო სისტემა ) მაგრამ მაინც მინიჭებული აქვთ სტატუსი salvage. 

უფრო ვრცლად

ძიება აუქციონზე Copart

 

 

 IAAI
Insurance Auto Auctions

ამ ავტოაუქციონზე იყიდება სადაზღვეო შემთხვევების დროს (ნაავარიები) დაზიანებული ავტო და მოტო ტექნიკა, ეს აუქციონი უფრო ნაკლებად არის ცნობილი ვიდრე Copart-ი თუმცა სიდიდით არ ჩამოუვარდება მას. აქ ისე როგორც Copart-ზე იპოვით ავტომობილებს, მოტოციკლებს, კვადროციკლებს, ნავებს, კატარღებს, იახტებს.
იმის გამო რომ
IAAI შედარებით ნაკლებად პოპულარულია მასზე ფასებიც უფრო დაბალია.
აუქციონის დაწყებამდე ქვეყნდება ინფორმაცია ტექნიკის მახასიათებლების და კონდიციის შესახებ. ლოტები დიფერენცირებულია  კატეგორიებად
: ავარიის შემდეგ,  გატაცების შემდეგ და სხვა. ლოტები დასურათებულია სხვადასხვა რაკურსით გადაღებული ფოტოებით.
IAAI -ზე ტექნიკის საბოლოო ფასი ფორმირდება ფსონის მომატების პრინციპით, აუქციონის დაწყებამდე ცხადდება საწყისი ფასი საიდანაც ხდება ფასის მატება. როგორც წესი სააუქციონო ბიჯი შეადგენს 100$-ს. გამარჯვებულია ის ვისი ფსონიც ყველაზე მაღალი  აღმოჩნდება.
IAAI-ზე გასაყიდად გამოტანილი ტექნიკა იყიდება სტატუსით AS IS
(როგორიც არის) ანუ იმ მდგომარეობაში როგორიც მიიღო აუქციონმა. ეს სტატუსი ხაზს უსვამს იმ ფაქტს რომ ტექნიკას არ გააჩნია არანაირი გარანტია, მათ შორის ფარულ დეფექტებზეც.

ჩვენ გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი საიტიდან გაუსვლელათ მოიძიოთ და შეუკვეთოთ ნებისმიერი ტექნიკა აუქციონიდან IAAI.

ძიება აუქციონზე  IAAI  

 

გვიპოვე facebookზე

კონტეინერი
შეამოწმეთ კონტეინერის ადგილმდებარეობა
Maersk Line
კონტეინერი:
ZIM
კონტეინერი:
MSC
კონტეინერი:
CMA CGM
კონტეინერი:

New Page 3
    იაპონია
 
რეგისტრაცია სისტემაში
 
ძიება ავტო-აუქციონზე
 
გაყიდვების
სტატისტიკა
 
კალკულაცია
 
ავტო-კატალოგი
ამერიკა
Manheim
Copart
IAAI
კალკულაცია
ჩვენს შესახებ
კონტაქტები
საბანკო რეკვიზიტები
საიტის რუქა
საიტის ბლოგი
უნდა ვიცოდეთ
6 ნაბიჯი იაპონური ავტოს შესაძენად
ვიდეო დახმარება
დეპოზიტი
აუქციონის ფურცელი
ხშირად დასმული კითხვები
 
           
 

დაგვიკავშირდით

ყველა უფლება დაცულია

 
       ამერიკის შეერთებული შტატები , ქ. სტემფორდი, 
     ტელ:  +1 (203) 822 30 10     +1 (203) 406 78 41
     საქართველო, თბილისი , ბურძგლას ქ. 74, ოფისი #6  
     ტელ: +995 322 553 553 მობ: +995 599 01 79 79  +995 577 45 20 54
    
საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის შპს"ალტო მოტორსის" საკუთრება რასაც ადასტურებს საქპატენტის N326565 დადგენილება, სერთიფიკატი N63565 , საიტიდან ინფორმაციის კოპირება აკრძალულია და ისჯება კანონით.  

© 2011 შპს"ალტო მოტორსი"
www.CarAuction.ge

           
 
 
Free web hosting - uCoz