www.CarAuction.ge-ს ონლაინ
სერვისებით სარგებლობისათვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. ამას რამოდენიმე წამი
დასჭირდება. რეგისტრაციისათვის გადადით
ამ ბმულზე.
იაპონურ აუქციონებზე ფსონების
განსახორციელებლად აუცილებელია ”საგარანტიო დეპოზიტი”-ს ჩარიცხვა ”ალტო მოტორსის” საბანკო ანგარიშზე. უფრო დეტალური
ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ....
3. აუქციონი
საგარანტიო დეპოზიტის ჩარიცხვის შემდეგ
თქვენ გეძლევათ უნიკალური საშუალება, განახორციელოთ ფსონები პირდაპირ იაპონურ
ავტო-აუქციონებზე. მაგრამ ვიდრე ფსონს დადებდეთ შეისწავლეთ სასურველი მოდიფიკიაციის
ავტომობილის საბაზრო ფასი. ამაში დაგეხმარებათ ”სტატისტიკის
სერვისი”. აქ მოიძიებთ ბოლო დღეებში გაყიდული ავტომობილების ფასებს და
ამ საფუძველზე შეძლებთ ოპტიმალური ფსონის განხორციელებას.
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი
ავტომობილების დასათვალიერებლად საიტის
მარცხენა მენიუში აირჩიეთ განყოფილება "იაპონია" და ქვეგანყოფილბა "ძიება
აუქციონებზე", შემდგომ დააჭირეთ ბმულზე”ძიება
აუქციონებზე”,
გამოსულ ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი
მახასიათებლები და დააჭირეთ ღილაკს ”SEARCH”.
სისტემა გამოიტანს თქვენს მიერ
მითითებული მახასიათლების ავტომობილების ჩამონათვალს. აირჩიეთ ავტომობილი რომელიც
მაქსიმალურად აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს და დააჭირეთ ღილაკს ”ნახვა”
გამოსულფანჯარაში დაინახავთ
ავტომობილის 2 ან 3 ფოტო-სურათს და აუქციონის ფურცელს.აუქციონის ფურცლის
გასარჩევად გაეცანით სტატიას ”აუქციონის
ფურცელი”.
ავტომობილის საბოლოო
ღირებულების დასადგენად გამოიყენეთ ავტო-კალკულატორი რომლის ჩართვა შესაძლებელია
ღილაკით ”ღირებულების დაანგარიშება”
გამოსულ ფანჯარაში შესაბამის გრაფებში მიუთითეთ სავარაუდო ფსონის თანხა და
აუქციონის დასახელება
ავტო-კალკულატორი დაითვლის ავტომობილის ხარჯებს. გრაფაში ”საერთო ხარჯები
იაპონიაში” გენერირდება ყველა იაპონური ხარჯი, ხოლო გრაფაში ”საერთო ხარჯები ფოთის
პორტამდე” აისახება ყველა ხარჯი ავტომობილის
ტრანსპორტირებისა და ”ალტო მოტორსი”-ს საკომისიოს ჩათვლით.
თუ გაინტერესებთ მანქანის საბოლოო საფასურის დადგენა განბაჟების ჩათვლით შესაბამის
გრაფებში მიუთითეთ ძრავის მოცულობა და გამოშვების წელი.
ფსონის დადებისათვის გრაფაში
”ფსონის დადება” ჩაწერეთ ფსონის ოდენობა და დააჭირეთ შესაბამის ღილაკს.
ფსონი ჩამოყალიბდება და
გადაიგზავნება ჩვენს სისტემაში. შემდგომ მას დაათვალიერებს ჩვენი მენეჯერი და იმ
შემთხვევაში თუკი ფსონის ავტორს ჩარიცხული აქვს საგარანტიო დეპოზიტი, მოახდენს მის
აქტივაციას იაპონურ აუქციონზე.
აუქციონზე გამარჯვების შემდეგ, ჩვენს ოფისში ან ელექტრონული ფოსტის
საშუალებით მიიღებთ
ინვოისს,
ინვოისში
მითითებული თანხა შეიცავს შემდეგ ხარჯებს:
·ავტომობილის
სააუქციონო ღირებულება,
·აუქციონის
მოსაკრებელი,
·საექსპორტო
საბუთების გაფორმება,
·საბუთების
გამოგზავნა,
·ავტომობილის
აუქციონიდან გამოგზავნის პორტამდე (იაპონია, ქალაქი იოკოჰამა) ტრანსპორტირება,
·კონტეინერში
დამაგრება
·გემზე დატვირთვა
ინვოისის საფუძველზე თანხა უნდა
გადაირიცხოს
იაპონიაში მაქსიმუმ სამი სამუშაო დღის ვადაში.
5.
ტრანსპორტირება იაპონიიდან საქართველოში
საკონტეინერო გადაზიდვას
იაპონიის პორტიდან ქ. ფოთის პორტამდე უზრუნველყოფენ
მსოფლიოში უდიდესი კომპანიები
”Maersk Line”და ”CMA-CGM”.
ტრანსპორტირებას დაახლოებით 45 -50 დღე სჭირდება. ავტომობილის გამოგზავნის შემდეგ
ჩვენი მენეჯერი მოგაწოდებთ კონტეინერის ნომერს რომლის საშუალებით შეძლებთ გემის
მდებარეობის განსაზღვრას. ამისათვის
საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული მოდულის შესაბამის
გრაფაში შეიყვანეთ კონტეინერის ნომერი და დააჭირეთ ღილაკს "ძებნა"
6.
ავტომობილის მიღება
გემის ფოთის პორტში შემოსვლამდე
დაახლოებით ერთი
კვირით ადრე უნდა გადაიხადოთ
ტრანსპორტირების საფასური. გემის შემოსვლის მეორე დღეს
თქვენ დაგიკავშირდებათ მენეჯერი და შეგატყობინებთ ქ.
ფოთშითქვენი გამგზავრების ზუსტ
თარიღს.
ბოლოს, დათქმულ დღეს ქალაქ ფოთშისსაკონტეინერო ტერმინალში
გადმოგეცემაათ
ავტომობილი
და ყველა საჭირო დოკუმენტი.
ამერიკის შეერთებული შტატები
, ქ. სტემფორდი, ტელ: +1 (203) 822 30
10 +1 (203) 406 78 41
საქართველო, თბილისი ,
ბურძგლას ქ. 74, ოფისი #6 ტელ: +995 322 553 553 მობ:
+995 599 01 79 79 +995 577 45 20 54
საიტზე განთავსებული ინფორმაცია არის შპს"ალტო მოტორსის" საკუთრება რასაც
ადასტურებს საქპატენტის N326565 დადგენილება, სერთიფიკატი N63565 , საიტიდან
ინფორმაციის კოპირება აკრძალულია და ისჯება კანონით.